გიორგი გახარია ფოთის პორტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, საზღვაო ხაზების წარმომადგენლებს შეხვდა
21-12-2016, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფოთის პორტში ბოლო პერიოდში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საზღვაო ხაზების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა პორტში სტიქიისგან გამოწვეული შედეგების გამოსასწორებლად მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა და გაეცნო იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც გადამზიდავი კომპანიები აღმოჩნდნენ.

 

 

როგორც შეხვედრაზე ითქვა, პორტში გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და შესაძლოა, ნავსადგურის სრულყოფილი ფუნქციონირება დაგეგმილ ვადაზე ადრე გახდეს შესაძლებელი.

 


„საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრი პირადად გაეცნო იმ პრობლემატიკას, რომლის წინაშეც საზღვაო ხაზები დგანან ფოთის პორტის შეფერხებული საქმიანობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია ფოთის პორტში მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ის დამაიმედებელი პროგნოზი, რომ ნაცვლად 27-28 დეკემბრისა, შესაძლოა ფოთის პორტმა უსაფრთხო დონეს არხში მიაღწიოს რამდენიმე დღით ადრე. მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს უკვე სიღრმე 7 მეტრია, შესაძლოა, დღის ბოლომდე 8 მეტრამდეც იქნას მიღწეული და შევძლოთ უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში ფოთის პორტში რეიდზე მდგარი ყველა საკონტეინერო გემის მიღება და მათი ტვირთების დამუშავება“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა.

 


მისივე თქმით, საზღვაო ხაზების წარმომადგენლებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის მზაობის შესახებ იმისთვის, რომ დამატებითი კრიტიკული საჭიროების შემთხვევაში, იქ გამოიძებნება რესურსი ფოთის პორტიდან გადამისამართებული გემების დამუშავებისთვის.

 


„ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ მომავალში მსგავსი შესაძლო სიტუაციების დროს კიდევ უფრო მეტი კოორდინაციით, ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ პრობლემების მოგვარება და ვფიქრობ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ჩვენ მუდმივ რეჟიმში გავაგრძელებთ როგორც საზღვაო ხაზებთან, ისე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას და შევეცდებით, ყოველთვის ოპერატიულები და ეფექტიანები ვიყოთ მათი პრობლემების მოგვარებაში“ - აღნიშნა დავით ხუციშვილმა.

 


საზღვაო ხაზების წარმომადგენლებთან შეხვედრას გიორგი გახარიასა და დავით ხუციშვილთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, ჰიდროგრაფიის სამსახურისა და ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი