დავით კეზერაშვილს 7 ნოემბრისა და "იმედში" შეჭრის საქმეზე, ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ გუშინ პროკურატურის დატოვების შემდეგ, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
"კეზერაშვილის მიმართ, 8 თვის წინ წარდგენილი ბრალდება გადააფასეს და თუ ადრე კეზერაშვილს მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა მას ბრალად წარუდგინეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესი, რაც მიზნად ისახავს ამ საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, გიგი უგულავასთვის ხელახალი პატიმრობის შეფარდებას, რადგან უგულავას პატიმრობის ვადა 2 აპრილს ეწურება", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის ინფორმაციით, უგულავას და მერაბიშვილს დღეს 10:00 საათზე, 7 ნოემბრის საქმეზე ბრალს ე.წ. მატროსოვის ციხეში დაუზუსტებენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალის დამძიმების შემდეგ, პროკურატურა უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას ე.წ. "სითი პარკიდან" თანხების უკანონო ლეგალიზაციის საქმეზე 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ის 2 აპრილს იწურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.