ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გერმანიის პოლიცია ტუნისელ მამაკაცს ეძებს.
როგორც BBC იუწყება, სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ნაპოვნი დროებითი ცხოვრების უფლების დოკუმენტის თანახმად, მამაკაცი სახელად ანის ა. 1992 წელს, ქალაქ ტატაუინეშია დაბადებული.
პოლიციის ოპერაცია ჩრდილო რაინ-ვესტფალიაში მიმდინარეობს, სადაც ნებართვაა გაცემული.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა შეიძლება დაზიანება მიიღო მძღოლთან შებრძოლებისას.
გერმანული მედიის ცნობით, ტუნისელი ეჭვმიტანილი 21-დან 23 წლამდე ასაკისაა და სამი სხვადასხვა სახელითაა ცნობილი.
12 ადამიანი დაიღუპა და 49-მ დაზიანებები მიიღო ორშაბათ საღამოს ბერლინის შუაგულში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.