გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა
21-12-2016, 08:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს, მარიუშ მაშკიევიჩს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

 


პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს შეეხო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი უვიზო რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე.

 


საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლონეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის როლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში და აღნიშნა, რომ პოლონეთს ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება გააჩნია.

 


მარიუშ მაშკიევიჩმა დაადასტურა პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და იმედი გამოთქვა, რომ მისი საქმიანობა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი