ტელეკომპანია "იმედის" ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან დღეს 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.
"ერთი ხელის მოსმით, ასე უცაბედად, საახალწლოდ დაგვტოვეს ამდენი ხალხი ულუკმაპუროდ", - განაცხადა ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა თანამშრომელმა.
ტელეკომპანიის ცნობით, რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაციას გენერალურ შტაბში ადასტურებენ.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მოადგილის, შალვა ჯაბახიძის განმარტებით, რეორგანიზაცია აუცილებლობამ მოითხოვა. შემცირების ერთ-ერთი მიზეზი კი გაბერილი შტატები იყო. შალვა ჯაბახიძის განმარტებით, ცვლილებები ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკას არ უკავშირდება, რადგან რეორგანიზაცია სამხედრო პოლიციაში მთავრობის განცხადებამდე დაიწყო.
”ჩვენი მიზანია, რომ სამხედრო პოლიციის ბატალიონები იყვნენ გასამხედროებული ქვედანაყოფები, სადაც იმსახურებენ არანაკლებ ერთკონტრაქტავლილი სამედროები და ოფიცრებიც, რომლებსაც აქვთ ძირითადად სამხედრო განათლება მიღებული და რა თქმა უნდა, სამხედრო პოლიციის მიმართულებითაც არიან განვითარებული. ეს იყო მიზეზი მათი გათავისუფლების. ამ ფორმით არ დარჩება სამხედრო ბატალიონები. შემდგომში ვაპირებთ მათ ოპტიმიზაციას. ერთ-ერთი მიზეზი არის გაბერილი შტატებიც”, - განაცხადა შალვა ჯაბახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.