თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-3 მიკრო რაიონის დასაწყისში, საავტომობილო გზის პირას მდგარმა შუა ხნის ქალმა „შიმშილისგან გრძნობა დაკარგა“, რის შედეგადაც იგი წაიქცა და საშუალო სიჩქარით მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა.
მომხდარიდან რამდენიმე წუთში, სავარუდოდ, 45 წლიდან - 50 წლამდე ქალბატონს პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა, შემდეგ კი ექიმებმა დაზარალებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც Guardian.ge-ის დაზარალებული ქალბატონის ნაამბობზე დაყრდნობით, მისმა მეზობლებმა განუცხადეს, იგი მთელი დღის მშიერი იყო და „გრძნობა შიმშილისგან დაკარგა“.
ავტომანქანაზე დაცემის შედეგად ქალს კბილები აქვს ჩამტვრეული და თავის არეში სხვა დაზიანებებიც აქვს მიღებული, თუმცა ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია და მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.