სირიაში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან გააფთრებული ბრძოლებისას 14 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა, სხვა 33-მა კი ჭრილობები მიიღო. ინფორმაციას BBC თურქეთის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოთხშაბათს შეტაკებებს ადგილი ჰქონდა ქალაქ ალ-ბაბში, რომლის „ისლამური სახელმწიფოს“ ხელიდან გამოგლეჯვაშიც თურქი სამხედროები სირიელ მეამბოხეებს ეხმარებიან.
ეს არის ყველაზე დიდი ერთდღიანი დანაკარგი თურქეთის არმიისთვის მას შემდეგ, რაც სირიაში თურქებმა აგვისტოში სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს.
თურქეთის არმიის განცხადებით, „ისლამურმა სახელმწიფომ“ მრავალჯერადი თვითმკვლელი ბომბები გამოიყენა, ბრძოლებისას კი „ისლამური სახელმწიფოს“ 138 მებრძოლი დაიღუპა. როგორც BBC წერს, თურქული არმიის მიერ მსხვერპლის ამ რაოდენობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება დამოუკიდებლად არ გახდა შესაძლებელი.
სტრატეგიული ქალაქი ალ-ბაბი - რომელიც თურქეთის საზღვრიდან დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს - თურქეთის არმიის ოთხთვიანი იერიშის პირობებში იმყოფება, რომლის მიზანია ქალაქიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები და ქურთული ძალები განდევნონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.