ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი და გერმანიის პოლიციის მიერ მთელი ევროპის მასშტაბით ძებნაგამოცხადებული ახალგაზრდა ტუნისელი მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. ამის შესახებ BBC წერს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ანის ამრიზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა, რადგან მასზე არსებობდა ეჭვი, რომ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ მასზე მეთვალყურეობა სამხილების უქონლობის გამო მოიხსნა.
გერმანიაში შესვლამდე იგი ცეცხლის განზრახ წაკიდებისთვის იტალიაში 4 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს და ტუნისში განაჩენის დაუსწრებლად გამოტანისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე იდგა.
მასზე ძებნის ოპერაცია მთელ ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით გამოცხადდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს. პოლიციამ ძებნის ორდერი შუაღამისას გამოსცა, მაგრამ დეტალები არ ხმაურდება.
გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იგი შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს. პოლიციამ 100 000 ევროს ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტუნისელი ეჭვმიტანილის დაპატიმრების საკითხში მათ დახმარებას გაუწევს.
სატვირთო ავტომანქანის კაბინაში ნაპოვნი დროებითი ცხოვრების უფლების დოკუმენტის თანახმად, მამაკაცი სახელად ანის ა. 1992 წელს, ქალაქ ტატაუინეშია დაბადებული.
პოლიციის ოპერაცია ოთხშაბათს მთელი დღე ჩრდილო რაინ-ვესტფალიაში მიმდინარეობდა, სადაც ნებართვაა გაცემული.
გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილმა შეიძლება დაზიანება მიიღო მძღოლთან შებრძოლებისას.
12 ადამიანი დაიღუპა და 49-მ დაზიანებები მიიღო ორშაბათ საღამოს ბერლინის შუაგულში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.