გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ ალავიძეს: მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში
22-12-2016, 00:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გააკეთეთ მაქსიმალურად ყველაფერი, რათა შეფერხებები არ იყოს ზამთრის სეზონის განმავლობაში – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამგვარი დავალება მისცა საქართველოს პრემიერ მინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 

 

მისი განმარტებით, ქვეყანაში ტურისტების მოზიდვა პირდაპირ აისახება საქართველოს მოქალაქეების შემოსავლებზე, ქვეყნის ეკონომიკაზე, ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა უამინდობის გამო არ შეიქმნას გზებზე გადაადგილების პრობლემა ან სხვა სახის სირთულე.

 


„ჩვენ ზამთრის ტურისტული სეზონის ახალ ფაზაში შევდივართ - უახლოეს დღეებში იხსნება ახალი საბაგირო გუდაურში, მიტარბის ახალი საბაგირო, ასევე ახალი საბაგირო თეთნულდზე. მინდა, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს დავავალო - რა თქმა უნდა, მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან ბევრს მუშაობთ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, მაგრამ ზამთრის სეზონზე არის ხოლმე ხშირი შეფერხებები უამინდობის გამო.

 

 

მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თითოეული დამსვენებელი, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი, აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, განსაკუთრებით მთაში მაცხოვრებელი ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე და არა მხოლოდ. ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც მუშაობს არა მხოლოდ მთის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის განვითარებაზე,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი