ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა
22-12-2016, 00:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. როგორც Guardian.ge-ს ადიგენის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 114 184 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

 

 


"საბავშვო ბაღის შენობა განკუთვნილია 60 აღსაზრდელზე. შენობაში განთავსებულია ორი სათამაშო, ორი საძინებელი (თითოეული საკუთარი სველი წერტილით), სამზარეულო, აღმზრდელთა ოთახი და დერეფანი. პროექტის ფარგლებში შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო ცენტრალური გათბობის სისტემა, კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და გარე ფასადი. საბავშვო ბაღი ახალი ავეჯით, სათამაშოებით და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა, სადაც 12 ადგილობრივი დასაქმდა. აღსანიშნავია, რომ სოფელ ლელოვანსა და მიმდებარე სოფლებში საბავშვო ბაღი წლების განმავლობაში არ ფუნქციონირებდა", - აცხადებენ ადიგენის გამგეობაში.

 

 

 

 

 

 

საბავშვო ბაღის გახსნას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე გიორგი მიქელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი