„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ დღეს სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7775 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, 11:05 საათზე), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.8150-ით გაიხსნა. ბოლო მონაცმებით, კი (11:20 საათი) "ბლუმბერგის" ვაჭრობაზე 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.7750 ლარად არის შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა 0.0400 პუნქტით გამყარდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში კი კურსი უფრო მაღალია. მაგალითად „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი დღეს (11:05 საათის მონაცემებით) 2.82 ლარს შეადგენს, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.76ლარია. 1 ევროს გასაყიდი ფასი 2.964 ლარია, ხოლო შესყიდვის ფასი 2.863 ლარი. 1 გირვანქა სტერლინგის გასაყიდი ფასი 3.515 ლარია, ხოლო მისი შესყიდვა 3.384ლარად ხორციელდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს „პროკრედიტ ბანკში“ განუცხადეს.
თითქმის ანალოგიური კურსით იყიდება დოლარი საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც.
"პროკრედიტ ბანკში" უცხოური ვალუტის, დოლარის და ევროს გუშინდელი ყიდვა-გაყიდვის ფასები ასეთი იყო: 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი დილის 9 საათზე დადგენილი კურსით 2.84 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.78 ლარი იყო. 1 ევროს გასაყიდი ფასი 18:00 საათისთვის 2.985 ლარი, ხოლო შესყიდვის ფასი 2.884 ლარი იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს მოგვიანებით, დაახლოებით 16:40 საათზე გამოაცხადებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთხშაბათს, 21 დეკემბერს, გამოცხადებული ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.7846 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.