არის თუ არა ჯემალ ფუტკარაძის აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე სპიკერად არჩევა კანონიერი?
14-03-2015, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა გელა ღოღობერიძემ დღეს, უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯემალ ფუტკარაძის ვიცე სპიკერად არჩევა უკანონოდ მოხდა.

 


მისის თქმით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ სხდომა დახურა და ამის შემდეგ დეპუტატებმა სესია თვითნებურად განაგრძეს.

 


"ასეთ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა და ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის პოსტზე არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია", _ განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა.

 


ჯემალ ფუტკარაძე დეპუტატებმა ვიცე-სპიკერად გუშინ აირჩიეს. აღნიშნული შედეგები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ ბათილად გამოაცხადა, სხდომა დახურა და დარბაზი დატოვა. ამის შემდეგ სესიას უხუცესი დეპუტატი მედეა ვასაძე წარუძღვა და ჯემალ ფუტკარაძის ვიცე- სპიკერად არჩევის შესახებ მიღებული დადგენილება კენჭისყრაზე დააყენა, რასაც უმაღლესი საბჭოს 8 წევრმა მხარი დაუჭირა.

 


ავანდილ ბერიძე კენჭისყრის შედეგებს მიღებულად არ მიიჩნევს. მან გუშინ სხდომაზევე განაცხადა, რომ ფუტკარაძესთან დაკავშირებით სამივე კენჭისყრა რეგლამენტის დარღვევით მიმდინარეობდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი