ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი აცხადებს, რომ პატრიარქის დაცვის უფროსს, იოსებ ოხანაშვილს სამსახურიდან აუცილებლად გაუშვებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მეუფე იაკობმა მცირე კომენტარი საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.
”დაცვა ის ფიგურა არ არის, ვიღაც ოხანაშვილი, რომ ვილაპარაკო. მაგას აუცილებლად გავუშვებ”, - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ამ წუთებში საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.