საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, დაცვის სამსახურის შესახებ გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.
როგორც დეკანოზმა ჟურნალისტებს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნული საკითხი არ არის საჯარო და საზოგადო პრობლემა.
"დაცვის სამსახური ეს არის შიდა სტრუქტურული სამსახური, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას თვითონ პატრიარქი მიიღებს. ჩათვალეთ, რომ სამსახურში შიგნით, რაღაც მოხდა და ამ პრობლემას შიგნითვე დაალაგებენ. მე ვფიქრობ, ეს განსახილველი თემაც არ არის“, - განაცხადა დეკანოზმა, კახაბერ გოგოტიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.