გიორგი მღებრიშვილი: დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს
22-12-2016, 05:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "უწყების ბალასტისგან გათავისუფლების" თაობაზე, მის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

 

 

მინისტრის თქმით, ბალასტად იმ ადამიანებს მიიჩნევს, რომლებიც "შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს".

 

 

”მე ვიხმარე სიტყვა ბალასტი, გიდასტურებთ. დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას და ასეთ ადამიანებს მე ვუწოდებ ბალასტებს. სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გათავისუფლებული შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლებელია იყვნენ ასეთი ადამიანები, რადგან 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს და გამორიცხული არ არის. ბალასტში მე ვგულისხმობდი მხოლოდ ასეთ ადამიანებს.... მე არაფერი არ აღმომიჩენია. განმარტავ, რომ 40-ათასიან კოლექტივში შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები და ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთი ადამიანები გამოვლენილა და რა არის გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან გავთავისუფლდეთ? ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, მუშაობდეს პოლიციაში”, - აღნიშნა მღებრიშვილმა და დაამატა, რომ "თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ყველას, ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებას. ისინი არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი