საქართველოს შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის თქმით, "ადამიანებს, რომლებმაც შსს-ს რიგებში მუშაობის რესურსი ამოწურეს მადლობას გადავუხდით და დავემშვიდობებით".
მინისტრის განმარტებით, უკვე მიცემული აქვს დავალება მოადგილეებისა და დეპარტამენტის თავმჯდომარეებისთვის, წარმოადგინონ იმ თანამშრომლების სია, რომლებიც საქმიანობის პერიოდში ნაკლებად პროდუქტიულები იყვნენ.
„ჩვენ ამ სიას ინდივიდუალურად გავივლით. იმ ადამიანებს, რომლებსაც ამოწურული აქვთ რესურსი შსს-ს რიგებში მუშაობისა, გადავუხდით მადლობას და დავემშვიდობებით", - განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, "თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ყველას, ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებას. ისინი არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.