ქობულეთის "ქალთა ოთახში" აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომრის მოადგილემ, ასლან ლორთქიფანიძემ და აჭარის ქალბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მაყვალა კვირიკაძემ პროექტის „წარმატებული ქალი, ძლიერი ეკონომიკა“ ფარგლებში, შეხვედრა გამართეს.
"პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის დონეზე მცირე და საშუალო ქალი ბიზნესმენების ხელშეწყობას და მოტივაციის გაზრდას, რაც სოფლად მცხოვრებ ქალებს გაუჩენს დამატებით შემოსავალს და ჩამოაყალიბებს ეკონომიკურად ძლიერ სოფელს.
შეხვედრის მიზანია ქალების ურთიერთობების გაღრმავება, ახალი კონტაქტების შეძენა, წარმატებული ქალი ბიზნესმენის გამოცდილების გაზიარება, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის პროექტებში ქალთა მონაწილეობის გაზრდა", - აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამგეობის ცნობით, შეხვედრას კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.