აშშ-სთან 22,5 მლნ დოლარის საგრანტო შეთანხმებები გაფორმდა
22-12-2016, 07:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და კავკასიაში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორმა, დუგლას ბოლმა სამ საგრანტო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

 


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ხელმოწერილი შეთანხმებებით ცვლილება შევიდა ადრე გაფორმებულ ხელშეკრულებებში და საგრანტო თანხა, დაახლოებით, 22,5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

 


"შეთანხმებები მოიცავს საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“, „დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“ და მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება“.

 


შეთანხმებების ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, რომლებიც მიმართული იქნება ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვისა და სხვადასხვა სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდისათვის, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვისა და ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაციისა და ჩართულობის და ადამიანის უფლებათა დაცვისათვის.

 

 

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“

 


მიზანი: ეკონომიკური მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს სტანდარტების საყოველთაო დანერგვა, სამიზნე სექტორებში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის, ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა.

 


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება; განათლება; ინფრასტრუქტურა; სოფლის მეურნეობა; კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა; გარემო.

 


„დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა“

 


მიზანი: გამჭვირვალე, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობისა და მომსახურების მიწოდება, კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება, მოქალაქეების უფრო მეტად ჩართულობა საზოგადოებრივ საქმეებში.

 


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი სამი მიმართულებით: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები; დემოკრატიული მმართველობა; სამოქალაქო საზოგადოება.

 


„მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება”

 


მიზანი: სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდა, საქართველოში მცხოვრები უმცირესობების, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მზარდი ინტეგრაცია და ჩართულობა, ადამიანის უფლებათა დაცვა.

 


პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები შემდეგი ორი მიმართულებით: სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო და ეკონომიკური სერვისები მოწყვლადი მოსახლეობისათვის", - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი