ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, უწყებაში კადრების შემცირების საკითხი ჯერ არ დგას, თუმცა, შიდა რესტრუქტურიზაცია უკვე განხორციელდა.
"შიდა რესტრუქტურიზაცია განხორციელდა. ერთი მოადგილე აწ უკვე ნატოსა და ე.წ. სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურებს. მეორე მოადგილე - ევროკავშირისა და დახმარების სამსახურებს. ვფიქრობ, უფრო სწორია, რომ იყოს გაერთიანებული, ისევე როგორც მესამე მოადგილე ფარავს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ადმინისტრაციულ სამსახურებს. დანარჩენი, მადლობა ღმერთს, ჯერ ვინმეს სამსახურიდან გაშვების აუცილებლობა არ არის. ბევრი კარგი პროფესიონალი მუშაობს ჩვენს სამსახურში. თუმცა, რა თქმა უნდა, ქამრები ჩვენც შემოვიჭირეთ, როგორც ყველა სამინისტრომ, მათ შორის, ადმინისტრაციულ-ტექნიკურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეტი საქმე, მეტი აქტივობა, ნაკლები ხარჯები ცოტა რთული გასაკეთებელია, თუმცა მოგვიწევს, რადგან ჩვენ ფეხი უნდა ავუწყოთ ჩვენი თანამოქალაქეების სირთულეებს, რადგან სხვა გზა არ გვაქვს", - განაცხადა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.