მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის თქმით, ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტის ცემის საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი. როგორც მან გიორგი გასვიანს განუცხადა, დაზარალებულ ჟურნალისტს საქმის მასალებსა და მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებზე სრული ინფორმაცია ექნება.
„ეს საქმე პირად კონტროლზე მაქვს აყვანილი. როდესაც საქმე ეხება ჟურნალისტის მიმართ მსგავსი ფაქტის შესაძლო ჩადენას, ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე. შესაბამისად, ეს საქმე ჩემს პირად კონტროლზეა. გამოძიება დაიწყო, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამ დღეებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვიპოვებთ იმ მტკიცებულებებს, რომელიც მოგვცემს შესაბამის ბრალის სტანდარტს, ჩვენ მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - განაცხადა შოთაძემ.
მთავარმა პროკურორმა საქმის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„მეც ვარ მზად და ვაპირებდი თქვენთან შეხვედრას ამ დღეებში. შეგხვდებით და თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, გექნებათ სრული წვდომა საქმის მასალებთან და სრული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებზე, თუმცა, ამ ეტაპზე საჯაროდ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ამით, შეიძლება, დაზიანდეს გამოძიების ინტერესები. კონფიდენციალურად მზად ვარ“, - მიმართა გიორგი გასვიანს ირაკლი შოთაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.