ბერლინის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის სავაჭრო ცენტრში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სავაჭრო ცენტრის ტერიტორია პოლიციას აქვს ბლოკირებული და მეტროსა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
ახალი ამბების სააგენტო "როიტერსი" „Tagesspiegel“-ზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციის მხრიდან საგანგებო ზომების გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მათ ტერიტორიაზე საეჭვო საგანი აღმოაჩინეს.
გერმანიის პოლიცია 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილ 23 წლის ტუნისელ მამაკაცს, ანის ამრის ეძებს. მასზე ძებნის ოპერაცია მთელ ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით გამოცხადდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს.
გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ იგი შესაძლოა შეიარაღებული და სახიფათო იყოს. პოლიციამ 100 000 ევროს ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტუნისელი ეჭვმიტანილის დაპატიმრების საკითხში მათ დახმარებას გაუწევს.
BBC-ის ცნობით, ტუნისელი მამაკაცი მიმდინარე წლის დასაწყისში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ანის ამრიზე მეთვალყურეობა ხორციელდებოდა, რადგან მასზე არსებობდა ეჭვი, რომ შეიარაღებულ ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა, მაგრამ მასზე მეთვალყურეობა სამხილების უქონლობის გამო მოიხსნა.
გერმანიაში შესვლამდე იგი ცეცხლის განზრახ წაკიდებისთვის იტალიაში 4 წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს და ტუნისში განაჩენის დაუსწრებლად გამოტანისა და პატიმრობის საფრთხის წინაშე იდგა.
ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად, 12 ადამიანი დაიღუპა და 49 დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.