„ბლუმბერგის“ ვალუტის გაცვლით სისტემაში საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გუშინდელის მსგავსად დღესაც სწრაფი გამყარება დაიწყო. ამ დროისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6950 ლარი შეადგინა (თბილისის დროით, დილის 10:35 საათზე), მაშინ როცა დღევანდელი ვაჭრობა 2.7500-ით გაიხსნა. გუშინდელი, 22 დეკემბრის მონაცმებით კი (თბილისის დროით დილის 11:20 საათი) "ბლუმბერგის" ვაჭრობაზე 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.7750 ლარად იყო შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ვალუტა გუშინ 0.0400 პუნქტით გამყარდა.
22 დეკემბერს, დილის 11:20 საათისთვის, 1 აშშ დოლარი ბლუმბერგის ვაჭრობაზე 2.7750 ლარი ღირდა.
საქართველოს კომერციულ ბანკებში კი კურსი შედარებით უფრო მაღალია. მაგალითად „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარის გასაყიდი ფასი დღეს (დილის 10:35 საათის მონაცემებით) 2.7460 ლარს შეადგენს, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.6660 ლარია. 1 ევროს გასაყიდი ფასი 2.8790 ლარია, ხოლო შესყიდვის ფასი 2.7780 ლარი. 1 გირვანქა სტერლინგის გასაყიდი ფასი 3.3910 ლარია, ხოლო მისი შესყიდვა 3.2600 ლარად ხორციელდება. ამის შესახებ Guardian.ge-ს „პროკრედიტ ბანკში“ განუცხადეს.
თითქმის ანალოგიური კურსით იყიდება დოლარი საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც. სავალუტო ჯიხურებში კი დილიდან 1 აშშ დოლარის ყიდვა უმტესწილად 2.71 -2.73 ლარად არის შესაძლებელი, რაც ორი დღის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 10 პუნქტით დაბალია. (20-21 დეკემბერს დოლარის შესყიდვის ფასი 2.83 ლარს შეადგენდა).
"პროკრედიტ ბანკში" უცხოური ვალუტის, დოლარის და ევროს გუშინდელი ყიდვა-გაყიდვის ფასები ასეთი იყო: 22 დეკემბერს (11:05 საათის მონაცემებით) 1 აშშ დოლარის გაყიდვის ფასი 2.82 ლარს შეადგენდა, ხოლო მისი შესყიდვის ფასი 2.76 ლარი იყო. 1 ევროს გასაყიდი ფასი 2.964 ლარი, ხოლო შესყიდვის ფასი 2.863 ლარი იყო. 1 გირვანქა სტერლინგის გასაყიდი ფასი 3.515 ლარი, ხოლო მისი შესყიდვა 3.384 ლარად ხორციელდებოდა.
საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ახალ ოფიციალურ გაცვლით კურსს დღეს მოგვიანებით, დაახლოებით 16:40 საათზე გამოაცხადებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხუთშაბათს, 22 დეკემბერს, გამოცხადებული ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.7710 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.