გურჯაანში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართვლობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა. ოფისის გახსნას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზაზა გრიგოლია, მისი მოადგილეები და კახეთის პრობაციის ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, ოფისში ინდივიდუალური გასაუბრებისა და ჯგუფური თერაპიის ოთახები და ასევე, ოფიცერთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის კაბინეტები ფუნქციონირებს.
„გურჯაანის რაიონალურ ოფისში ყველა პირობაა შექმნილი მსჯავრდებულთა მისაღებად და სარეაბილიტაციო პროგრამების განსახორციელებლად, რაც ხელს შეუწყობს მომავალში მათ რეაბილიტაცია/რესოციალიზაციას. ახალი ოფისი ასევე უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას“ - განაცხადა ზაზა გრიგოლიამ.
კახეთის პრობაციის ბიუროს უფროსის, გიორგი ყარაულაშვილის განცხადებით, გურჯაანის ოფისში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის რომ ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს და ასევე პრობაციის ოფიცერს ჰქონდეთ საშუალება ინდივიდუალურად გაესაუბრონ პრობაციონერს და ხელი შეუწყონ მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.
უწყების ცნობით, კახეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე 1559 პირობითი მსჯავრდებული იმყოფება, მათ შორის, გურჯაანის ოფისში - 274.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.