„დოიჩე ბანკმა“ განაცხადა, რომ თანახმაა 7.2 მილიარდი აშშ დოლარი გადაუხადოს შეერთებული შტატების ხელისუფლებას გერმანული ბანკის მიმართ იპოთეკური გირაოს მხარდაჭერილ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარებისა და ბანკისთვის სექტემბერში 14 მილიარდი დოლარის გადახდის მოთხოვნის შემდეგ.
როგორც BBC წერს, მუდმივ საცხოვრებელთან დაკავშირებით იპოთეკური გირავნობის სესხების მხარდაჭერილმა ფასიანი ქაღალდების გაყიდვებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2008 წლის ფინანსურ კრიზისში.
შეერთებულ შტატებში რამდენიმე ბანკი გამოძიების ობიექტი გახდა იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკური გირავნობის სესხს არაკვალიფიციურ მსესხებლებს აძლევდნენ, შემდეგ კი ამ სესხებს ხელმეორედ ფუთავდნენ და ჰყიდნენ რისკებს სხვებზე. გამოძიება 2005-2007 წლებში დადებულ შეთანხმებებს მოიცავს.
ამასობაში Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანახმაა 5.28 მილიარდი დოლარის შეთანხმება დადოს, რათა მორიგდეს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან სადავო იპოთეკური გირავნობის სესხების მხარდაჭერილ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით.
ამავე დროს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იგი სასამართლოში უჩივის ბრიტანულ ბანკს, Barclays -ს იპოთეკური გირავნობის სესხების ფასიანი ქაღალდების სავარაუდო თაღლითობასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.