გივი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილზე: იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება
23-12-2016, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე თანაპარტიელთა იმ ნაწილს აკრიტიკებს, რომელმაც პარტიის თავმჯდომარის აურჩევლობასა და 7-ათასიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი. 

 

 

იგი აღნიშნული ნაწილისგან, პარტიის სამდივნოს გუშინდელ სხდომაზე, პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი შეკრების ჩატარების საკითხის დააყენების თაობაზე უარის თქმას ეხმაურება და აცხადებს, რომ "პარტიაში გადატრიალების მცდელობაა". თარგამაძე დავით კირკიტაძის, პეტრე ცისკარიშვილის, ნუგზარ წიკლაურის, ეკა ხერხეულიძის, ნინო კალანდაძისა და ზურაბ მელიქიშვილის ფოტოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ "ლიდერს" "შესწიორკა" ეამა. მისი აზრით, მიხეილ სააკაშვილს "7-ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა", შედეგად, მისივე თქმით, "ჩატარდება "ერთგვარი ხურალი, რომელზეც ხმების დათვლის გარეშე, რაც სურს, ის დამტკიცდება".

 

 

ამის დასტურად კი ზუგდიდის შეხვედრაზე "უკრაინულ ჩართვას" ასახელებს, სადაც მისივე თქმით, სააკაშვილმა "პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია".

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის შეფასებით, "შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება".

 

 

"დღეს აი ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ. გუშინ პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოზე გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა, ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია.

 


მითითება იმაზე, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე, წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა. ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ხოდა მივიღეთ ერთგვარი ГКЧП. პარტიაში გადატრიალების მცდელობა.

 


არ ვიცი, ექვსნი საბჭოთა ანალოგის გამო არიან, თუ ლიდერს "ტროიკა"-ც ეხამუშა და "შესწიორკა" უფრო ეამა. მაგრამ ფაქტია, რომ გამოცხადებული გახსნილობის, მაქსიმალური ჩართულობის, კულუარული, კაბინეტური მმართველობის მსხვრევის ფონზე, უპირობო ავტორიტეტს უკვე გადაწყვეტილი 7-ათასიანი ყრილობის წესების დასაზუსტებელი პოლიტსაბჭოს ჩატარებისაც კი შეეშინდა.

 


შესაბამისად, გასაგებია, რომ ნებისმიერი ცივილიზებული წესისაც ასევე ეშინია და სურს მხოლოდ ყრილობა-ბალაგანი, ერთგვარი ხურალი, რომელზეც არც ერთი საკითხის არსს არ ექნება მნიშვნელობა და ექსტაზში მყოფთა შეძახილების ფონზე ყველაფერი, რაც სურს, ყოველგვარი პოზიციების შეჯერებისა და ხმების დათვლის გარეშე ისე დამტკიცდება, როგორც სურს.

 


ამის უტყუარი ნიშანი ზუგდიდის შეხვედრაზე უკრაინულ ჩართვაშიც იყო - პარტიის ლიდერშიპის ნაწილი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია, უკვე სრულიად დაუფარავად დასდო ბრალი ივანიშვილთან გარიგებაში, განსხვავებული აზრის გამო, თანაპარტიელი ქალბატონი პირდაპირ გადათელა... ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა... და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი...", - წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 44
#44   Valeria
      
References:


How to deposit with osko at a casino eggswiki.site
დღეს, 03:32
#43   Connor
      
References:


Osko casino real money Australia Osko
casino same day withdrawal
გუშინ, 07:24
#42   Mckinley
      
19 ოქტომბერი 2026 05:08
#41   Rudolf
      
18 ოქტომბერი 2026 17:01
#40   Polly
      
References:


Pokies that accept neosurf australia best pokies australia
neosurf
18 ოქტომბერი 2026 05:03
#39   Rochelle
      
References:


Mobile casino neosurf australia neosurf casino cashback australia
15 ოქტომბერი 2026 11:41
#38   Chauncey
      
References:


Casinos accepting MiFinity deposits dreevoo.com
14 ოქტომბერი 2026 19:01
#37   Iva
      
References:


Best bpay pokies bonus safe bpay pokies
14 ოქტომბერი 2026 17:54
#36   Chastity
      
References:


Wire transfer betting sites australia online
casinos that accept wire transfer Australia
13 ოქტომბერი 2026 22:12
#35   Alethea
      
11 ოქტომბერი 2026 22:33
#34   Aleida
      
References:


Neosurf casinos for australian players https://www.canadaasians.com/
5 ოქტომბერი 2026 00:08
#33   Neva
      
References:


Neosurf slot games australia https://snyder-rosendal.technetbloggers.de/
4 ოქტომბერი 2026 15:14
#32   Trent
      
References:


Australian online pokies neosurf neosurf casino complaints
australia
4 ოქტომბერი 2026 13:15
#31   Thurman
      
References:


Neosurf casino comparison australia neosurf
regulated casinos australia
4 ოქტომბერი 2026 05:13
#30   Oren
      
References:


Payid casino online pokies payid pokies free spins
2 ოქტომბერი 2026 04:44
#29   Eddy
      
29 სექტემბერი 2026 16:32
#28   Maribel
      
References:


10 dollar deposit pokies payid https://earthwiki.space
26 სექტემბერი 2026 08:39
#27   Dorris
      
References:


Payid withdrawal online pokies online pokies payid no deposit
26 სექტემბერი 2026 04:46
#26   Wallace
      
References:


Same day payout pokies payid https://eggswiki.site/
25 სექტემბერი 2026 03:23
#25   Darell
      
References:


Sofort Casino No Deposit Bonus http://www.sg588.tw/
24 სექტემბერი 2026 07:50
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი