იტალიის პროკურატურის განცხადებით, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ანის ამრი პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
მოკლული ახალგაზრდა კაცის თითის ანაბეჭდები ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტუნისელი ანის ამრის თითის ანაბეჭდებს ესადაგება.

პოლიცია თავდასხმაში ეჭვმიტანილ 23 წლის ტუნისელ მამაკაცს, ანის ამრის მთელი ევროპის გასწვრივ, შენგენის წევრი ქვეყნების მასშტაბით ეძებდა, მას შემდეგ რაც პროკურორებმა ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება მოახდინეს.

(პოლიციის ოფიცერმა კრისტიან მოვიომ ურთიერთსროლებისას დაზიანება მკლავის არეში მიიღო)
გერმანიის ხელისუფლება მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, რადგან ძებნილი მამაკაცი შესაძლოა შეიარაღებული ყოფილიყო. პოლიციამ 100 000 ევროს ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ტუნისელი ეჭვმიტანილის დაპატიმრების საკითხში მათ დახმარებას გაუწევდა.
გერმანიაში, 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანით მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული.
გერმანიის პოლიციამ ქალაქ დუისბერგში სპეცოპერაციის შედეგად ორი მამაკაცი დააკავა. ისინი გერმანია-ჰოლანდიის საზღვარზე მდებარე სავაჭრო ცენტრზე თავდასხმას გეგმავდნენ.
კოსოვოში დაბადებული ძმები, რომელთა ასაკია 31 და 28 წელი, პარასკევს დააკავეს.
გერმანიის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ რაც სადაზვერვო სამსახურებმა მოიპოვეს შესაბამისი ინფორმაცია მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, სავაჭრო ცენტრის სიახლოვეს პატრულირებისთვის სამოქალაქო ფორმაში გადაცმული პოლიციის ოფიცრები გააგზავნეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.