საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში გერმანიის საელჩოს სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მან გერმანელ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაცვლილი უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.
„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და მთლიანად გერმანელ ხალხს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ მსოფლიოში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.