ჯანდაცვის სამინისტროში ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით ირაკლი ღლონტი მინისტრს აკრიტიკებს და დავით სერგეენკოს ინიციატივას აბსურდის თეატრს უწოდებს.
"აბსურდის თეატრია, ასეთი არაფერი გამიგია. როცა ხელმძღვანელ თანამდებობებზე ვიყავი, თავად ვიყავი პასუხისმგებელი პირი ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი პირების საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელმძღვანელი პირის მოხსენებითი ან სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე შესაბამისმა სამსახურმა (HR, საფინანსო სამსახური, ბუღალტერია და სხვა) უნდა განახორციელოს თანამშრომლებისთვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება.
გამორიცხულია ერთი დეპარტამენტის და მასში შემავალი სამახურების, სამმართველოების და განყოფილებების თანამშრომელთა საქმიანობის ყოველთვიური შეფასება განახორციელოს მეორე დეპარტამენტმა, ეს არის ნონსენსი! სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების მონიტორინგის და სხვა უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ყველა საჯარო სამსახურში ისედაც მოქმედებს შიდა აუდიტის სამსახური, იგივე გენერალური ინსპექცია.
ნუ გვაბითურებთ, როცა თქვენ ბანკში ფულს ახურდავებდით, ჩვენ სახელმწიფო სამსახურებში საქმეს ვაკეთებდით!" - აცხადებს ირაკლი ღლონტი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.