ლიბიის სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 118 მგზავრი იმყოფება, აიძულეს მალტის აეროპორტში დამჯდარიყო, რასაც მალტის პრემიერ მინისტრმა "პოტენციური გატაცების მდგომარეობა" უწოდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
Afriqiyah Airways -ის კუთვნილი თვითმფრინავი "ეარბას A320" ლიბიის შიგნით ასრულებდა რეისს, როდესაც ის გადაამისამართეს.
მალტის პრემიერ მინისტრმა ჯოზეფ მასკატმა განაცხადა რომ აეროპორტში უსაფრთხოების ძალებია მობილიზებული.
მალტის საერთაშორისო აეროპორტმა "თვითერზე" დაადასტურა რომ აეროპორტში "უკანონო შემოსვლას" ჰქონდა ადგილი.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავის გატაცებაში ორი პირი მონაწილეობს და ისინი ავიალაინერის აფეთქებით იმუქრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.