საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანება გამოსცა.
„მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით დამტკიცებული საკონსტიტუციო კომისიის დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
1. ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ა) თამარ ჩუგოშვილი; ბ) არჩილ თალაკვაძე; გ) ზვიად ძიძიგური; დ) გიორგი ვოლსკი; ე) ილია ნაკაშიძე; ვ) მამუკა მდინარაძე; ზ) კახა ოქრიაშვილი; თ)კობა ნარჩემაშვილი; ი) სიმონ ნოზაძე; კ) ნინო გოგუაძე; ლ) ეკა ბესელია; მ) ვანო ზარდიაშვილი; ნ) დავით მათიკაშვილი; ო) გიორგი კახიანი; პ) ირაკლი სესიაშვილი; ჟ) გიორგი ლილუაშვილი; რ) სოფო კილაძე; ს) გედი ფოფხაძე; ტ) მანანა კობახიძე; უ) ზაქარია ქუცნაშვილი ფ) ზაზა გაბუნია; ქ) სავალან მირზოევი; ღ) ენზელ მკოიანი.
3. საპარლამენტო უმცირესობის წევრები: ა) სერგი კაპანაძე; ბ) ოთარ კახიძე; გ) გიორგი ტუღუში; დ) ზურაბ ჭიაბერაშვილი; ე) ხათუნა გოგორიშვილი; ვ) სალომე სამადაშვილი; ზ) მამუკა ჩიქოვანი; თ) ირაკლი აბესაძე.
4. ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები: ა) ირმა ინაშვილი; ბ) ნატო ჩხეიძე.
5. პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი:
ა) სალომე ზურაბიშვილი.
6. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც:
ა) შალვა შავგულიძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „თავისუფალი დემოკრატები“);
ბ) დიმიტრი ლორთქიფანიძე (პოლიტიკური პარტია - „დემოკრატიული მოძრაობა − ერთიანი საქართველო“);
გ) გიორგი გუგავა („საქართველოს ლეიბორისტული პარტია“);
დ) ნიკა მაჭუტაძე (მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“).
7. გიორგი აბაშიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი.
8. ანა დოლიძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
9. თეა წულუკიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
10. შალვა თადუმაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
11. ზაზა თავაძე - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
12. ნინო გვენეტაძე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
13. დავით გაბაიძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
14. ზურაბ პატარაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
15. გია გვაზავა - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
16. ვახტანგ ყოლბაია - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.
17. უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი.
18. კობა გვენეტაძე - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
19. ლაშა თორდია - გენერალური აუდიტორი.
20. დავით რაქვიაშვილი - საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
21. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ა) ანა ნაცვლიშვილი (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია); ბ) ეკა გიგაური (საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო); გ) მიხეილ ბენიძე (სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება); დ) ვახტანგ ნაცვლიშვილი (ღია საზოგადოება − საქართველო); ე) ლაშა ტუღუში (საქართველოს ეროვნული პლატფორმა); ვ) არნო სტეპანიანი (მრავალეროვანი საქართველო); ზ) დავით ასათიანი (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია); თ) რატი ბრეგაძე - ექსპერტი; ი) ვასილ გონაშვილი - ექსპერტი; კ) ავთანდილ დემეტრაშვილი - ექსპერტი; ლ) ვახტანგ მენაბდე - ექსპერტი; მ) შალვა პაპუაშვილი - ექსპერტი; ნ) ზაზა რუხაძე - ექსპერტი; ო) მინდია უგრეხელიძე - ექსპერტი; პ) თენგიზ შარმანაშვილი - ექსპერტი; ჟ) ვახტანგ ძაბირაძე - ექსპერტი; რ) ჯონი ხეცურიანი - ექსპერტი; ს) ვახტანგ ხმალაძე - ექსპერტი.
მუხლი 2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნად დაინიშნოს თამარ ჩუგოშვილი.
მუხლი 3. ბრძანება საჯაროდ გამოცხადდეს 2016 წლის 23 დეკემბერს და ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
მუხლი 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საჯაროდ გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოცემულ ბრძანებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.