მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ციპი ხოტოველს შეხვდა
23-12-2016, 09:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ციპი ხოტოველს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი საქართველოსა და ისრაელს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და პარტნიორულ ურთიერთობებს გაესვა.

 

 

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას დაეთმო. სამინისტროს ცნობით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია საქართველო-ისრაელის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფორმატი, რომლის მორიგი სხდომაც უახლოეს მომავალში შედგება.

 

 

ციპი ხოტოველის განცხადებით, ისრაელის მოქალაქეებისათვის საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა.

 

 

"მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავებას კულტურისა და განათლების სფეროში. ისრაელი მზად არის კვლავ გააგრძელოს საქმიანობა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთან ქართველი სპეციალისტებისათვის ისრაელის გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

 

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები, რაც გავლენას ახდენს რეგიონისა და გლობალურ უსაფრთხოებაზე.

 

 

2017 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების გამართვა", - აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი