თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტის თანამშრომლებმა განუცხადეს , უკვე შესრულდა გადადებული ექვსი რეისი. ამ რეისების შეფერხების მიზეზი "პეგასუსის" კუთვნილი თვითმფრინავი გახდა.
ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" "პეგასუსის" წარმომადგენლებმა განუცხადეს, უკვე შესრულდა სტამბულის მიმართულებით რეისი, რომელიც დღეს დილით ვერ განხორციელდა.
ამასთან, დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორმა კომპანია "ტავ ჯორჯიამ, რომელიც რეისების შეფერხების მიზეზს "პეგასუსის" ბორტის გაუმართაობას უკავშირებდა. "ტავ ჯორჯია" "პეგასუსის" ბორტის ასაფრენ ბილიკზე მოცურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.