გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო - მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა მასზე ვეტოს დადების ნაცვლად თავი შეიკავა - რომლითაც დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები.
წინადადებას მხარი უშიშროების საბჭოს 14 -მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.
ეგვიპტის მიერ შედგენილი რეზოლუციის ვარიანტი უშიშროების საბჭოდან გამოიწვიეს მას შემდეგ რაც ისრაელმა სთხოვა დონალდ ტრამპს ჩარეულიყო აღნიშნულ საკითხში, მაგრამ წინადადება ისევ წარმოადგინეს მალაიზიამ, ახალმა ზელანდიამ, სენეგალმა და ვენესუელამ.
როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები ტრადიციულად ყოველთვის მფარველობს ისრაელს საბრალდებო რეზოლუციებისაგან.

ებრაული ახალშენები ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადავო საკითხია ისრაელსა და პალესტინას შორის. ეს უკანასკნელი მას მშვიდობის დამაბრკოლებლად მიიჩნევს.
ისრაელის მიერ 1967 წელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირების შემდეგ, 140 ახალშენში დაახლოებით 500 000 ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონის მიხედვით, ახალშენები არაკანონიერადაა მიჩნეული, თუმცა ისრაელი კამათობს ამაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.