ბენიამინ ნეთანიაჰუ: „ისრაელი უარს ამბობს გაერო-ს სამარცხვინო ანტი-ისრაელის რეზოლუციაზე და არ შეასრულებს მის პირობებს“
23-12-2016, 23:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია - რაც დაჟინებით მოუწოდებს ისრაელს დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები ოკუპირებული პალესტინის მიწაზე - „სამარცხვინოა“.

 


მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ დაემორჩილება 15 წევრი ქვეყნისაგან შემდგარი უშიშროების საბჭოს პარასკევს (23 დეკემბერი) მიღებულ გადაწყვეტილებას.

 


ნეთანიაჰუმ განაცხადა: „ისრაელი უარს ამბობს გაერო-ს ამ სამარცხვინო ანტი-ისრაელის რეზოლუციაზე და არ შეასრულებს მის პირობებს.

 


„იმ დროს, როდესაც უშიშროების საბჭოს არაფერი გაუკეთებია სირიაში ნახევარი მილიონი ადამიანის ხოცვა-ჟლეტაზე, ის სამარცხვინოდ უქმნის საფრთხეს ერთადერთ ნამდვილ დემოკრატიას ახლო აღმოსავლეთში, ისრაელში, და უწოდებს დასავლეთის კედელს ‘ოკუპირებულ ტერიტორიას’.“

 

 

პალესტინის პრეზიდენტის, მაჰმუდ აბასის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეზოლუცია არის „დიდი დარტყმა ისრაელის პოლიტიკისათვის“.

 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ პარასკევს (23 დეკემბერი, 2016) რეზოლუცია მიიღო - მას შემდეგ რაც შეერთებულმა შტატებმა მასზე ვეტოს დადების ნაცვლად თავი შეიკავა - რომლითაც დაჟინებით მოუწოდა ისრაელს, დაასრულოს ახალშენების უკანონო მშენებლობები.

 

 

 

 

 


წინადადებას მხარი უშიშროების საბჭოს 14 -მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.

 


ეგვიპტის მიერ შედგენილი რეზოლუციის ვარიანტი უშიშროების საბჭოდან გამოიწვიეს მას შემდეგ რაც ისრაელმა სთხოვა დონალდ ტრამპს ჩარეულიყო აღნიშნულ საკითხში, მაგრამ წინადადება ისევ წარმოადგინეს მალაიზიამ, ახალმა ზელანდიამ, სენეგალმა და ვენესუელამ.

 


როგორც BBC წერს, შეერთებული შტატები ტრადიციულად ყოველთვის მფარველობს ისრაელს საბრალდებო რეზოლუციებისაგან.

 

 

 

 

 


ებრაული ახალაშენები ერთ-ერთი ყველაზე მეტად სადავო საკითხია ისრაელსა და პალესტინას შორის. ეს უკანასკნელი მას მშვიდობის დამაბრკოლებლად მიიჩნევს.

 


ისრაელის მიერ 1967 წელს დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპირების შემდეგ, 140 ახალშენში დაახლოებით 500 000 ებრაელი ცხოვრობს. საერთაშორისო კანონის მიხედვით, ახალშენები არაკანონიერადაა მიჩნეული, თუმცა ისრაელი კამათობს ამაზე.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი