„თუკი რუსეთის მხარე გადადგამს შემდგომ ნაბიჯს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათი პრეროგატივაა", - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შემოღებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
აბაშიძე აცხადებს, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან, ცალმხრივად გააუქმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნები, ხოლო მიმდინარე წლის დასაწყისიდან გამარტივდა რუსეთის სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისათვის.
"საქართველო აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად, რისი დასტურიც არის ბოლო წლებში საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივება ცალკეულ ქვეყნებთან, მათ შორის, უახლოეს პერიოდში შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის დაწესება. საქართველო სხვადასხვა ფორმით აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო ძალისხმევას ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში, რასაც კვლავაც გააგრძელებს. ამ მიმართულებით, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, გარკვეული გამოცდილება გვაქვს 2014 წელს სოჭში გამართულ ოლიმპიადასთან დაკავშირებითაც, რაც საზოგადოებისათვის ცნობილია”, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დაწესდეს.
„მე არ გამოვრიცხავ დავუბრუნდეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. მე ვფიქრობ, რომ ამისათვის ყველა საფუძველი არსებობს, მით უფრო, ჩვენ ვუყურებთ გარკვეულ სიგნალებს საქართველოს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან“, - განაცხადა პუტინმა ქართველი ჟურნალისტის რუსეთსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სავიზო რეჟიმი ევროკავშირთან ანაქრონიზმს წარმოადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.