საკონსტიტუციო კომისიის წევრი, დეპუტატი მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, კითხვის დასმა არასწორია, რადგან მისი თქმით, აღნიშნული კომისია პარლამენტში სრულიად ლეგიტიმურად შეიქმნა.
მისივე განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ პრეზიდენტი კომისიის მუშაობაში ჩაერთვებოდა.
"ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვის დასმა არასწორია. სრულიად ლეგიტიმურად შეიქმნა პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია. იქნებოდა ძალიან კარგი, თუ პრეზიდენტი საპარლამენტო მდივნის მეშვეობით ჩაერთვებოდა კომისიაში. ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი გადახედავს თავის დამოკიდებულებას", - აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ ბრძანება გუშინ გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კომისიაში მუშაობაზე უარი განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.