თამარ ჩუგოშვილი: ჩვენი ამოცანაა, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი
24-12-2016, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საკონსტიტუციო კომისია პირველ სხდომას მართავს. ჩვენი ამოცანაა, ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი, - ასე მიმართა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა სხდომის გახსნისას მონაწილეებს.

 

 

"ერთხელ უკვე მქონდა შესაძლებლობა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მიმეღო მონაწილეობა. ეს იყო წინა კომისიის განმავლობაში და ეს იყო ძალიან მძიმე გამოცდილება, ძალიან რთული და ხანგრძლივი სამუშაო პროცესი. სამწუხაროდ, საუკეთესო შედეგებითაც არ დასრულებულა. დარწმუნებული ვარ, შედეგები ამჯერად იქნება ბევრად უფრო უკეთესი და საუკეთესოც კი. ჩვენი სურვილი და ამოცანაა, ალბათ ამ რთულ სიტუაციაში არაფერი არ შეგვაბიჯებინებდა, გარდა იმისა, რომ გამოვიყენოთ ეს საუკეთესო შესაძლებლობა, რომელიც მოგვეცა, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გვქონდეს კონსტიტუცია, რომელიც გაუძლებს დროს და რომელიც ყოველი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არ გახდება ხელახლა დისკუსიის, განხილვების, კრიტიკის საგანი არამედ, საზოგადოების დიდი ნაწილი იქნება შეთანხმებული, რომ ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არის მთავარი გზამკვლევი ქვეყნის განვითარების", - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი