საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე მომზადდება, კომისიის ფორმატში, კი 4 თემატური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მუშაობას დაასრულებს, დოკუმენტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნება, რომელიც, თავის მხრივ, 1 თვის ვადაში, დასკვნას მოამზადებს. მომზადებული კანონპროექტის ინიცირებამდე საყოველთაო-სახალხო განხილვები გაიმართება.
მისი თქმით, ერთადერთი წინასწარი გადაწყვეტილება რაც უკვე არსებობს არის ის, რომ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმა შენარჩუნდება.
”ერთადერთი წინასწარი გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე - ეს არის მმართველობის ფორმა. არსებულ მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ, ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება. დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელი კომისიის სხდომაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.