ირაკლი კობახიძე: გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ერთ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არც ერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით
24-12-2016, 08:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ერთად ვიმსჯელეთ სამომავლო მუშაობის გეგმებზე. კომისია მუშაობას განაახლებს უკვე ნაახალწლევს, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომები", - პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში, ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; პარლამენტისა და ფინანსების გადასინჯვის; პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების; ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის.

 

 

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ არა მარტო ვადებზე, არამედ კონკრეტულ პროცესზე, იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ სამუშაო პროცესი და აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვები აღარ დასმულა ვადებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ საფრთხე შეექმნა მოსამზადებელი დოკუმენტის ხარისხს, ამ პროცესის ინკლუზიურობას, ასეთ შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებას არაფერი უდგას წინ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ოთხი თვის ვადაში არის შესაძლებელი ხარისხიანი დოკუმენტის მომზადება ინკლუზიური პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას შეცვლიან და კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.  რაც შეეხება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას  მხარს არ დაუჭერენ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ არც ერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით, წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი მიღებული გადაწყვეტილება მმართველობის ფორმას ეხება.

 

 

„გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ერთ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ არ გვაქვს არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არც ერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით და ეს მიდგომა შევთავაზეთ კომისიის წევრებს. ძალიან კარგი იქნება, თუ კომისიის სხვა წევრებიც ანალოგიური მიდგომით იმუშავებენ. არ არის სწორი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებების გახმოვანება. ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ დოკუმენტზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ასეთი მიდგომის საფუძველზე, ყველაზე კარგად წარიმართება სამუშაო პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ანუ არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არც ერთ ნორმასთან დაკავშირებით. ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე - ეს არის მმართველობის ფორმა. მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ. ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება, დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ. 

 

 

კომენტარები: 1
#1   gela123
      
არ მწამს ამ ბიცჰის და მომკალით თუ გინდათ.! swrafi sesxebi
24 დეკემბერი 2016 10:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი