საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის წევრებთან ერთად, ხვალ კურორტ მიტარბის გახსნის
24-12-2016, 12:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი ვიზიტორებს ისევ მიიღებს, - მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კურორტ მიტარბის ოფიციალურად ხვალ საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, გახსნის.

 


"დაბა მიტარბის ტერიტორიაზე ორი ახალი საბაგირო და ერთი ბიგელი Black sea Group-მა ააშენა. კურორტზე მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგირო დამონტაჟდა.

 


მიტარბში ასევე აშენდება 2000 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას ბაკურიანში.

 


პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორის პარტნიორობით ხორციელდება.

 


კოხტა-მიტარბის საბაგიროების მშენებლობის პროექტი მთავრობამ 48 მილიონი ლარით დააფინანსა, კერძო ინვესტორი, კომპანია „ახალი მიტარბი“ კი 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ეს ერთ-ერთი მსხვილი ინვესტიციაა სამთო-სათხილამურო ტურიზმის აღორძინების კუთხით.

 


ხვალვე, ბაკურიანში, ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მოდერნიზირებული ვაგონების პრეზენტაცია გაიმართება. გარემონტებული ვაგონებით გადაადგილებას ერთდროულად 128 მგზავრი შეძლებს. მატარებელი, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით დღეში 2 რეისს ასრულებს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი