საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოპერის სახელმწიფო თეატრში ხანუქას დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და საღამოს ორგანიზებისთვის „საქართველო ისრაელის ბიზნესპალატის“ თავმჯდომარეს იციკ მოშეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული. მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს არის განახლების, ეს არის სამართლიანობის, რაც თავისთავად გულისხმობს სინათლის ბნელეთზე გამარჯვების დღესასწაულს. ამ ყველაფერში უდიდესი სიმბოლიზმია ჩადებული. არ არსებობს დედამიწის ზურგზე არც ერთი სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ის უძლიერესი ემოციონალური საწყისი, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა და ძმობა. არ არსებობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების კუთხით. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს იმ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს, ასევე დიდ პარტნიორობაში და სახელმწიფოთა შორის ძალიან ფართო თანამშრომლობაში ტრანსფორმაციის წელი. ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება.
ისრაელი არის სტარტაპ ქვეყანა - ასეა ცნობილი მთელ მსოფლიოში და საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ისრაელის დახმარებით, მისი გამოცდილების გამოყენებით გახდეს ასეთივე ძალიან დიდი, ძლიერი სახელმწიფო, როგორი დღეს არის ისრაელი.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ებრაელი მეგობრების, ჩვენი მოძმე ერის დახმარების. იცოდეთ, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.