დავით ბაქრაძე მიხეილ სააკაშვილზე: მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები - ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების
24-12-2016, 13:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიხეილ სააკაშვილის ჩართვა ზუგდიდში, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, სადაც მან პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები - ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის პარტნიორებთან დამოკიდებულების", - აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გააკეთა. 

 

 

მისი თქმით, სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში განსხვავებული აზრის ქონა მოღალატეობას არ ნიშნავს. ბაქრაძის აზრით, როდესაც პარტიის ლიდერი თანაგუნდელებს მოღალატეებს უწოდებს, ჩნდება ბზარი.

 


"როდესაც პარტიის ლიდერი თანაგუნდელებს უწოდებს მოღალატეებს, რა თქმა უნდა, აქ ჩნდება უკვე უფსკრული, რომლის შევსებაც არის ძალიან რთული. მე ნამდვილად არ მგონია და არავისთვის ჩემ პარტიაში მოღალატე არ დამიძახია. მერე რა, ვიღაცას შეიძლება დათო ბაქრაძე უნდოდეს პარტიის თავმჯდომარედ, ვიღაცას შეიძლება დათო კირკიტაძე მოწონდეს პარტიის თავმჯდომარედ - არც ერთია მოღალატე და არც მეორე, უბრალოდ ერთს თავისი აზრი აქვს, მეორეს - თავისი. ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ელენე ხოშტარია უნდა იყოს პოლიტსაბჭოში და ვიღაც შეიძლება თვლიდეს, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი უნდა იყოს პოლიტსაბჭოში - მერე რა? ორივეს თავისი აზრი აქვს და არც ერთის მხრიდან ღალატი არ არის. ამიტომ როდესაც ასეთი ტერმინებით ოპერირება ხდება და ადამიანების, თანამებრძოლების, ლიდერების მონათვლა ხდება მოღალატეებად, ეს აჩენს ბზარს და ამ ბზარის ამოვსება შემდეგ ძალიან რთულია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი