მამა გიორგი ცნობილაძეს ვაკეში, წყნეთის ქუჩაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მამა გიორგის ჭრილობები ქვედა კიდურებში აქვს მიღებული, იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.