არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია, - ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს, დავით ბაქრაძეს, რომლის განცხადებითაც სააკაშვილმა თანაგუნდელებს მოღალატეები უწოდა.
"დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა "მოღალატე" არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება ასევე ბაქრაძის განცხადებას პარტიის მიერ 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობის გადადებასთან დაკავშირებით.
"20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად", - წერს სააკაშვილი.
„ის იდეაც მაქვს და აუცილებლად დავაყენებ ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე, რომ გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთი წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.