რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი Ту-154 სოჭიდან აფრენის შემდეგ დაახლოებით 20 წუთში შავ ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტოები ავრცელებენ. იგი მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და სოჭში, ადლერის აეროპორტში საწვავის შესავსებად დაეშვა.
კრასნოდარის ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში თვითმფრინავის ნაწილები უკვე აღმოჩენილია. ავიალაინერის საძიებო საქმეში კრასნოდარის მხარისა და მეზობელი რეგიონების ყველა სამძებრო-სამაშველო სამსახური იყო ჩართული.
უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ადლერის აეროპორტიდან გეგმიური ფრენის შესრულებისას რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 83 მგზავრი და ეკიპაჟს 8 წევრი იმყოფებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამხედროები, ასევე ალექსანდროვას სახელობის ცნობილი სამხედრო ანსამბლის მსახიობები და 9 ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.
მისი თქმით, ისინი სირიაში მიფრინავდნენ, რათა იქ დისლოცირებულ რუსული ჯარებთან ერთად საახალწლო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.