სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის აღსაყდრების 39-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგიას მეუფე დანიელი აღავლენს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წირვას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრება.
როგორც Guardian.ge-ს საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, პატრიარქი შეუძლოდ გახდა, თუმცა იგი ამ დროისთვის საპატრიარქოში იმყოფება და საავადმყოფოში გადაყვანილი არ არის.
წირვას ესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფება უკრაინის ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე დელეგაციის წევრებთან ერთად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.