„ბევრი წლის განმავლობაში“ პირველად დედოფალი ელისაბედ მეორე ეკლესიაში ქრისტეშობის დღესთან დაკავშირებით გამართულ წირვას გრიპის გამო არ დასწრებია
25-12-2016, 06:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედოფალი ელისაბედ მეორე ეკლესიაში ქრისტეშობის დღესთან დაკავშირებით გამართულ წირვას არ დასწრებია, რადგან იგი ჯერ კიდევ არ გამოჯანმრთელებულა მძიმე გრიპისაგან.

 


ბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ იგი შინ რჩება, რომ მის გამოჯანმრთელებას შეეწყოს ხელი, მაგრამ დაამატა, რომ მიუხედავად ამისა, იგი მონაწილეობას მიიღებს ოჯახის მიერ ქრისტეშობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ზეიმში.

 


პრინცი ფილიპი, პრინცი ჩარლზი, პრინცი ჰარი და სხვები დაესწრნენ წირვას დედოფლის ნორფოლკის მამულში, სანდრინგემში მდებარე ეკლესიაში.

 


ნიკოლას უიტჩელმა, BBC-ის სამეფო კორესპონდენტმა განაცხადა, რომ საეკლესიო წირვაზე დედოფლის არყოფნა პირველი შემთხვევაა „ბევრი წლის განმავლობაში“.

 


დედოფალმა და პრინცმა ფილიპმა თავიანთი საშობაო არდადეგები ამ კვირას ერთი დღის დაგვიანებით დაიწყეს, და მათი გამგზავრება ნორფოლკში ერთი დღით გადაიდო, რადგან ორივე მათგანს გრიპი შეეყარა.

 


ისინი ბუკინგემის სასახლიდან ნორფოლკის მამულში ხუთშაბათს ვერტმფრენით გაემგზავრნენ, რადგან ოთხშაბათს მატარებელს ვერ მიუსწრეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი