გერმანიის სამხრეთში მდებარე ქალაქ აუგსბურგის საცხოვრებელი სახლებიდან 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს, რათა მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გაუვნებელყოფის ოპერაცია ჩატარდეს.
როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) წერს, ომის დასრულების შემდეგ ეს არის ქვეყნის ყველაზე დიდი ევაკუაცია, რომელიც აუფეთქებელი ბომბის გამო ხორციელდება.
1.8 ტონა ბრიტანული ასაფეთქებელი ნივთიერება ფიქრობენ, რომ 1944 წლის საჰაერო რეიდისას ჩამოაგდეს, რამაც ძველი ქალაქი გაანადგურა, ხოლო ქალაქის მშენებლობის დროს ის ღიად იყო დარჩენილი.
პოლიცია აცხადებს, რომ მათ არ იციან თუ რამდენ ხანს გასტანს ოპერაცია.
ქალაქის ხელისუფლება ბომბის რადიუსიდან 1.5 კილომეტრში მცხოვრებთა სრულ ევაკუაციას ახორციელებს. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ევაკუირებულთა დიდი ნაწილი მეგობრებთან ან ოჯახებთან დარჩენას შეძლებს, ნაწილისთვის კი დროებით თავშესაფრად სკოლები და სპორტული დარბაზები იქნება გახსნილი.
ევაკუაციიდან გამომდინარე, ქალაქში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ქრისტეშობა ერთი დღით ადრე, 24 დეკემბერს იზეიმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.