ჩილეში მომხდარი მძლავრი, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხის შესახებ გამოაცხადეს. ინფორმაციას ამ წუთებში BBC ავრცელებს.
შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრა სამხრეთ ჩილეში, პუერტო მონტიდან 225 კილომეტრში 14:22 საათზე (GMT) მოხდა.

მისი სიღრმე დაახლოებით 15 კილომეტრი იყო. "როიტერსის" ცნობით, 21 000 ოჯახს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ჯერჯერობით მსხვერპლისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე, ჩვენ გავეცით ევაკუაციის ბრძანება ბიობოს სანაპირო ადგილებიდან - არაუკანიადან, ლოს რიოსიდან, აისენიდან - ნათქვამია განგაშის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის განცხადებით, მიწისძვრის ეპიცენტრიდან 1 000 კილომეტრის მანძილზე მდებარე სანაპირო ზოლზე შესაძლებელია სარისკო ტალღები წარმოიშვას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.