შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა - პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა
25-12-2016, 09:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შავ ზღვაში ჩამოვარდნილ რუსულ სამხედრო თვითმფრინავზე მყოფი 92-ივე ადამიანი დაიღუპა. „ტუ-154“-ის ბორტზე, რომელიც მოსკოვიდან სირიაში მიფრინავდა და საწვავის შესავსებად სოჭში დაშვების შემდეგ აფრენიდან 2 წუთში გაუჩინარდა რადარებიდან, წითელი არმიის გუნდის მომღერლები, მოცეკვავეები, ორკესტრის წევრები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციას „როიტერსი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით თვითმფრინავის ბორტზე მყოფთაგან არავინ გადარჩენილა.

 


როგორც კონაშენკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, თვითმფრინავმა ინციდენტამდე ბოლო ფრენა სექტემბერში განახორციელა და მას მნიშვნელოვანი შეკეთება 2014 წლის დეკემებრში ჩაუტარდა, ავიალაინერს კი „გამოცდილი“ მფრინავი მართავდა.

 


სანკტ-პეტერბურგში გაკეთებული სატელევიზიო კომენტარისას, ვლადიმერ პუტინმა 26 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

 

 

(წითელი არმიის გუნდისა და ორკესტრის წევრები, ცნობილი როგორც ალექსანდროვის ანსამბლი, 2016 წლის აპრილი, მოსკოვი)

 


კრასნოდარის ოლქის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა განცხადებით, შავ ზღვაში, სოჭის სანაპიროდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში თვითმფრინავის ნაწილები მალევე აღმოაჩინეს. ამ დროისთვის კი მხოლოდ რამდენიმე ცხედარია ნაპოვნი. ჩამოვარდნილი ავიალაინერის საძიებო საქმეში კრასნოდარის მხარისა და მეზობელი რეგიონების ყველა სამძებრო-სამაშველო სამსახური იყო ჩართული.

 


წინასწარი მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი Ту-154-ის სოჭში ავარიის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა ან მართვაში დაშვებული შეცდომა იყო, განუცხადა წყარომ „რია ნოვოსტის“ ძალოვანი სტრუქტურებიდან.

 


უფრო ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ადლერის აეროპორტიდან გეგმიური ფრენის შესრულებისას რადარებიდან გაუჩინარდა. ბორტზე 83 მგზავრი და ეკიპაჟს 8 წევრი იმყოფებოდა.

 


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამხედროები, ასევე ალექსანდროვას სახელობის ცნობილი სამხედრო ანსამბლის მსახიობები და 9 ჟურნალისტი იმყოფებოდნენ.

 


მისი თქმით, ისინი სირიაში მიფრინავდნენ, რათა იქ დისლოცირებულ რუსული ჯარებთან ერთად საახალწლო ღონისძიებებში მიეღოთ მონაწილეობა.

 

 

 

კომენტარები: 1
#1   xvicha
      
სამწუხარო ამბავია ნამდვილად.geosesxebi.ge
25 დეკემბერი 2016 09:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი